„საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი და ის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები მოუტანა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განვითარებამ“, - განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისივე თქმით, ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ უნდა გადადგას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების ზრდა და ქვეყნის კლიმატის ფუნქციონირების გაუმჯობესება უნდა განაპირობოს.
„სწორედ ამიტომაც, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ აღნიშნა, რომ კურსი არის აღებული კერძო სექტორის განვითარებასა და კლიმატის გაუმჯობესებაზე“, - განმარტა EBRD-ის პრეზიდენტმა.
საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ, - ურთიერთგაგების მემორანდუმს, ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები






