როგორც ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,3%-მდე შემცირდა, რომელიც, მისივე შეფასებით, რეგიონისთვის ყველაზე კარგი პროგნოზია.
„ვვარაუდობთ, რომ ეს საშუალოდ იქნება 1, 8%, ეს იქნება საშუალო საქართველოსთვის. თუ დავუბრუნდებით იანვარს, რისკები გაიზარდა. ეს არის რეცესიით გამოწვეული, რომელსაც რუსეთში ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადად ვითარდება იმ გარემოში, რომელშიც მას ყოფნა უხდება,„აქ ეკონომიკური საფუძვლები საკმაოდ გონივრულია. რაც შეეხება ფისკალურ დეფიციტს, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ გარკვეულწილად, აკონტროლოს ეს ფინანსები, „მოიჭიროს ქამრები“, თუმცა, აუცილებელია სხვა ღონისძიებები. ვფიქრობ, მთავრობას აქვს საკმაოდ კარგი გეზი აღებული, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ამას აკეთებს კიდეც“, - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.
EBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4, 8%-დან 2, 3%-მდე შეამცირა.
მასალის გამოყენების პირობები






