საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ქ. ბრატისლავაში ,,ვიშეგრადის ოთხეულის’’ და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას ლატვიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი იღებენ.
ვიშეგრადის მინისტერიალზე განხილული იქნება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ რიგის სამიტის მოსამზადებელი საკითხები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.
ვიშეგრადის მინისტერიალი, რომელიც წინ უსწრებს 2015 წელს ქ. რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, მხარეებს აძლევს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას.
მასალის გამოყენების პირობები






