თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ გაკეთებული განცხადებები აძლევს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, განსაკუთრებით მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან მსგავსი ტიპის ინიციატივები. ეს ბუნებრივია, ყველას ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო მუშაობას აგრძელებს და შემდეგ სამიტამდე წელიწად-ნახევარია დარჩენილი, თუმცა მოვლენების განვითარებას დაელოდებიან.
„ასეთი დასაწყისი ანტალიის სამიტიდან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, რომ ნატო-ს წევრები გახდებიან ეს ქვეყნები. მან თქვა, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ და კარები უნდა გავხსნათ.
ამის შესახებ სხვა სახელმწიფოებიც საუბრობენ. ასევე, საუბრობს გენერალური მდივანიც. სადამდე მივა ეს პროცესი, ამისთვის ძალისხმევას არ დავაკლებთ. ჩემი მისიაა, რომ უფრო ფართო ნაბიჯებით ვიაროთ ნატო-სკენ და ბუნებრივია, ამ განცხადების ფონზე უკვე ივლისში თავდაცვის მინისტერიალზე ჩვენი პირველი სერიოზული საუბრები გვექნება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






