უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე შსს-ს გაყოფის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ უწყების რეფორმა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით აუცილებელია.
ხმალაძე აქვე განმარტავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი.
„როგორც იქნა დადგა დრო, როდესაც რეალურად მოხდება ამ ორი სამსახურის ერთმანეთისგან გაყოფა. გაყოფა ხდება იმდაგვარად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტოს, უკვე აღარ იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში. მისი ხელმძღვანელი იქნება არა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, არამედ პროფესიონალი. ხელისუფლების შეცვლა არ გამოიწვევს ამ სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლას. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური უწყება. იმედია კანონს მალე მივიღებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






