,,თამარ სანიკიძემ კანონი დაარღვია და იცრუა... სასაცილო მდგომარეობაში იდგებენ თავს“ - ბუბა კუდავა
პოლიტიკა - 19:51, 14 May, 2015     1944
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ „ნიუპოსტთან“ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის და ხელნაწერთა ცენტრის ორი ყოფილი თანამშრომლის მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.
ბუბა კუდავა თქმით, როდესაც თამარ სანიკიძემ აუდიტის დასკვნის გარეშე ცენტრში დარღვევების არსებობის შესახებ ისაუბრა, მინისტრმა სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპი დაარღვა.

_ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების და განათლების მინისტრის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხი აქვთ ხელნაწერთა ეროვნული ცეტრის მოქმედ თანამშორმლებს, რომლებიც ცენტრის დირექტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთსულოვნები არიან. ხელნაწერთა ცენტრის რამდენიმე ყოფილი თანამშრომწლი სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. ასევე სასაცილო მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების კოლექტივის გატეხვა.

_რაც შეეხება ყოფილი თანამშრომლის მანანა სოტკილავას განცხადებას?

_ყოფილი თანამშრომელი მანანა სოტკილავა ფაქტიურად იმეორებს განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ დააღვია სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპი. სანიკიძემ დაარღვია ის აუცილებელი მოთხოვნა, რომ არ შეიძლება ვინმეს დასდო ბრალი მტკიცებულებების გარეშე. თამარ სანიკიძემ აუდიტის დასკვნის არსებობის გარეშე, წინასწარ განაცხადა, რომ არსებობს აუდიტის დასკვნა, სადაც იკვეთება მძიმე დარღვევები. გარდა იმისა, რომ მინისტრმა ამით დააღვია კანონი და ობიექტურობის პრინციპი, მან აგრეთვე იცრუა. არსებობს მხოლოდ აუდიტის დასკვნის პროექტი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ იქცევა დასკვნად, რაც აუდიტი გაეცნობა ჩვენს პასუხებს, ჩვენ კი ყველაფერზე გვაქვს მკაფიო პასუხი.

დასკვნის პროექტი ძალიან ბევრ შეცდომას შეიცავს. ყველაფერზე რაზეც სურდა მინისტრს დარღვევის კვალიფიკაცია მიეცა, ჩვენ გვაქვს პასუხი. თამარ სანიკიძემ, მის მიერ გაკეთებული განცხადებით მოახდინა კონკურსის პროცესში რეალური კანდიდატის დისკრედიტაცია.

სანიკიძის ყოველ სიტყვას იმეორებს ჩვენი ყოფილი თანამშრომელი მანანა სოტკილავა. ეს ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, მან არ ისურვა კონკურსში მონაწილეობის მიღება. ჩვენთან კი თანამშრომლები პოზიციებს ყოველთვის კონკურსის წესით იკავებენ.

მანანა სოტკილავამ ასევე განაცხადა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დაკარგა ფილოლოგიური პროფილი. თუ იპოვით ცენტრის კვალიფიციურ თანამშრომლებში თუნდაც ერთ ადამიანს, რომელიც ამას ეთანხმება, მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.

_ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა ციალა გაგნიძემ განაცხადა, რომ თქვენ ვერ უზრუნველყავით ძეგლების დაცვა და საცავი ტელევიზიების კანტორად გადააქციეთ.

_რაც შეეხება ციალა გაგნიძეს, იგი მუშაობდა ჩვენთან საცავის მცველად, თუ ასეთი ერთგული მოდარაჯე იყო და თუ ასე უდიერად არღვევდენ აქ წესებს, რატომ მანამდე არ იღებდა ხმას? ეს აზრები მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გადაწყვიტა, რომ წასულიყო დაწესებულებიდან.

სწორედ იმიტომ, რომ ვუფასებდით მის დამოკიდებულებას დაწესებულების მიმართ, ჩვენ მას შევთავაზეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიცია, მაგრამ მან ეს წინადადება არ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მსგავსი ბრალდებების გაჟღერება.


ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42