იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონალური ბიზნესცენტრის მნიშვნელობა - პრემიერი
პოლიტიკა - 19:33, 14 May, 2015     1069

იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონალური ბიზნესცენტრის, მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული როლი,-ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს როლის განსამტკიცებლად, მთავრობამ განვითარებისა და ინვესტირების თვალსაზრისით ხუთი პრიორიტეტული სექტორი დაადგინა. ესენია: საბანკო სექტორი; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; ენერგეტიკა; ტურიზმი; წარმოება და სოფლის მეურნეობა.

ვრცელ გამოსვლაში მთავრობის მეთაურმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ. ქვეყანაში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა ყველა სფეროში - ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, პოლიტიკური სტაბილურობით, ეროვნული უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული. წლების განმვალობაში ამ ტრანსფორმაციას მოწმობს ბევრი საერთაშორისო რეიტინგი და დღეს საქართველო არის ლიდერი და მისაბაძი რეგიონში დემოკრატიის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და სტაბილური, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით,“–აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შარშან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრმა უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ საერთაშორისო რეიტინგები გააცნო.

"ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს, კიდევ უფრო გაზრდის უცხოური კაპიტალის მოზიდვის დადებით ტენდენციას. მსოფლიო ბანკის "ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსის" თანახმად, საქართველო მე-15 ადგილზეა. Heritage Foundation-ის უკანასკნელი კვლევა კი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ყოველწლიური შეხვედრის ადგილად საქართველოს შერჩევისთვის და სესიის მონაწილეები ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42