"მიუხედავად პროექტით გათვლილი ვალდებულებებისა", სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გაბიონები მალევე ჩამოიშალა და ამჯერად მისი აღდეგნა 85 ათასი ლარი დაჯდა.
ეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ამავე კომისიის თავმჯდომარემ და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბესო ტაბიძემ გააჟღერა. მოგვიანებით კი ,,ნიუპოსტთან" საუბარში აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი სწორედ იმისთვის დააყენა, გაირკვეს, გამბიონი სტიქიის შედეგად დაინგრა, თუ მიზეზი კომპანიის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებია:
,,არ მოხერხდა ეს რომ ექსპერტს ენახა. ,,ჩიქვეთის“ უბანში იყო ჩატარებული ნაპირსამაგარი სამუშოები, გაკეთდა ე.წ გაბიონი და მთლიანად წაიღო წყალმა. მაინტერესებს, რის გამო ჩამოიშალა, იყო თუ არა სამუშაოები სწორად ჩატარებული, ძალიან ცოტა დროა გასული და ვფიქრობ, კარგად რომ გაეკეთებინათ, ასე უცებ არ მოიშლებოდა. ახლა თავიდან გაკეთდა პროექტი და აღდგენით სამუშაოებზე 85 ათასი ლარი დაიხარჯა. ასევე თავიდან გავაკეთეთ ,,ჩიქვეთში“ ერთ-ერთი სახლის წინ ჩამონგრეული გაბიონი.
მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამსახურს, გაიგზავნა წერილი. როგორც გამგებელმა მითხრა, ჩამოვა სამხარაულის ექპტერტიზა და ნახავს თუ ვისი ბრალეულობაა ამაში. თუ სტიქიის ბრალი იყო, სახელმწიფო იზრუნებდა ამის მოგვარებაზე, თუ არადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. ვიცი რომ ორი ფირმა იყო მაშინ ეს იყო ,,გალაქტიკა“ და ,,ივერია-7“ - დასძინა ბესო ტაბიძემ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხის სათანადო შეფასება ვერ მოხდა დეპუტატის მხრიდან და ამდენად კომისიის სხდომაზეც არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა:
,,ნაწილობრივ დაზიანებულის აღდგენა მოხდა და ასევე გაკეთდა სხვა ადგილზე სულ ახალი, რომელიც უბრალოდ მიება ამ ადგილს. გაკეთდა ბევრად უფრო მეტი მოცულობის, ვიდრე იყო მანამდე. დეპუტატი საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, რადგან ამავდროულად ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა. ჩემზე უკეთ შეეძლო ყველაფრის გაგება. ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან ახლოს მოხდა გაბიონის ჩამოშლა, რაც გამოიწვია ადიდებულმა წყალმა. უბრალოდ, არ იყო ამხელა წყალზე გათვლა და ამას არავინ არ ელოდებოდა. ადიდება გამოიწვია იმან, რომ იქ მოხდა ხეების ჩახერგვა. ვფიქრობ, გაუთვალისწინებელი შემთხევა იყო, რაც სტიქიამ გამოიწვია. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს წერილი სამხარაულის ბიუროში და დადებენ დასკვნას, თუ რა და რის გამო მოხდა“ - დასძინა მან.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






