როგორც „ნიუპოსტს“ თოფაძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული ე.წ, "მაღალი დონის შეხვედრებისთვის ნიადაგის მომზადება" და შესაბამისი თემების დამუშავება შაბათს დაგეგმილ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზეც მოხდეს.
„ერთადერთი გზა ჩვენი პრობლემების მოგვარების არის მოლაპარაკება და არა ჩხუბი და გინება. მე მაქვს ოპტიმისტუტი განწყობა. ეს პრობლემა დღეს თუ არა ხვალ გადაწყდება. რუსეთი დათმობებზე წავა. შეხვედრა შედგება და ამ შეხვედრას დიდი ოპტიმიზმით შეხვდები. ვინ წავა და როგორ წავა ეს არ ვიცი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა დათმობებით, პატარა ეშმაკობებით უნდა წავიდეთ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ყველაზე დიდი სატკივარი შეიძლება რაღაცნაირად გადაწყდეს. შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს თემაზე „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ხელისუფლების მაღალი დონის ურთიერთობის პერსპექტივა ყოველთვის არის, „მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენის ხელშესაწყობად, ის და ზურაბ აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებისდავალებით მაღალი დონის შეხვედრებისთვისაუცილებელი ნიადაგის შესაბამისადმოსამზადებლად მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები






