დღეს თბილისის მერი სიტყვით გამოვა მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ სესიაზე, რომელზეც დავით ნარმანიას თქმით, მომავლის ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომები, განიხილება. თბილისის მერი მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს გამწვანებასა და ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების საკითხებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომელიც მიმართულია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიდგომებზე, რომელსაც იყენებენ მსოფლიოს ქალაქები. ჩემი მოხსენება შეეხება ქალაქში განსახორციელებელ პროგრამებს და ამოცანებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რათა მათი მხარდაჭერით შევძლოთ დედაქალაქის ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური ტრანსპორტის შემდგომი განვითარება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ .
მასალის გამოყენების პირობები






