,,ლანჩხუთში „ბეტეერები“ დადიან“ - ლანჩხუთის გამგებელი მოადგილემ ტყუილში გამოიჭირა
პოლიტიკა - 14:26, 14 May, 2015     3111

გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ესე სარჯველაძის დაკავების შემდეგ, დაკითხვაზე გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებას ზენაიშვილთან კითხვები სარჯველაძის ჩვენების შემდეგ გაუჩნდა, როცა ამ უკანასკნელმა ინდმეწარმისგან აღებული ქრთამის მიმღებად სწორედ გამგებლის მოადგილე დაასახელა

ვახტანგ ზენაიშვილი აღნიშნულ ფაქტს "გურიის მოაამეში" ვრცელი წერილით გამოეხმაურა.

ზენაიშვილი "გურიის მოამბესთან" მომხდარზე ვრცლად საუბრობს და იმ ძირითად მინიშნებებს აკეთებს, რასაც ლანჩხუთში სხვადასხვა საჯარო მოხელეთა გახმაურებული დაკავებები ახლავს თან:

"ლანჩხუთში „ბეტეერები“ დადიან"

დაპატიმრებულია ესე სარჯველაძე. გამოძიება მას ქრთამის აღებასა თუ გამოძალვაში ედავება. გამოძიება ამბობს: დაკავებულმა თითქოს მისცა ჩვენება, რომ გამოძალული თუ ქრთამად აღებული (ასე იმიტომ ვამბობ, არ ვიცი როგორაა ფორმულირებული წაყენებული ბრალი) თანხის ნაწილი, 2000 ლარი, თითქოს ჩემთვის უნდა გადმოეცა.

ეხლა ნება მომეცით, როგორც იტყვიან, ჩემი გონივრული ეჭვი გაგიზიაროთ:
გამოძიება ამბობს, რომ ე.ს-მ მეწარმე კაზარიანს, რომელიც თავის მხრივ თითქოს იყო ვიღაც თურქი ბიზნესმენის წარმომადგენელი, რომელიც თვალითაც არავის უნახავს, გამოსძალა 3000 ლარი. საქმე ისაა, რომ მიწის ნაკვეთი რომელიც კაზარიანს იჯარით უნდა აეღო შეფასებულია (ანუ მისი გასაყიდი ფასია) 4020 ლარად. ხუთწლიან იჯარაში კი მას წელიწადში უნდა გადაეხადა 2500 ლარი. ახლა მინდა ვიკითხო: მეწარმე, რომელიც სავარაუდოდ ანგარიშიანი, ყაირათიანი და უბრალოდ ჭკვიანი ადამიანია, მსგავს გარიგებაში ქრთამის სახით სამიათას ლარს თუ გადაიხდის ?!
ვინაიდან შევთანხმდით, რომ მეწარმე მეტ-ნაკლებად ჭკვიანი ადამიანია ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მან იცის რას ნიშნავს აუქციონი და აქ გამარჯვების შანსი, უკეთეს შემთხვევაში, 50/50-ზეა. ამდენად რაც არ უნდა უმტკიცოს გამომძალველმა, აუცილებლად გაგამარჯვებინებო, საეჭვოა მან მთელი თანხა ასეთ სათუო საქმეში წინასწარ გადაიხადოს და თან მთელი ერთი თვით ადრე. მოგეხსენებათ დაკავება 6 მაისს მოხდა, აუქციონი კი 1ივნისსაა დანიშნული.
მაშ საიდან გამოტყვრა უყაირათო, მფლანგველი და მეტიც უჭკუო „მეწარმე“, რომელიც ასე დაუფიქრებლად გასცემს თანხებს. საქმე ისაა ბატონებო, რომ არ არსებობს არავითარი მეწარმე კაზარიანი, უბრალოდ არის პროვოკატორი, ერთგვარი „ბეტეერი“ (ასე უწოდებენ მათ ზოგიერთ უწყებაში) კაზარიანი, რომელიც სპეც დავალებას ასრულებს და, რომ საქმე გვაქვს გააზრებულ პროვოკაციასთან. რა მაქვს მხედველობაში: ერთ-ერთ უწყებაში ,სავარაუდოდ ანტიკორუფციულ სამსახურში, შეიქმნა ლეგენდა თურქი ბიზნესმენისა და მისი წარმომადგენლის ი/მ კაზარიანის შესახებ, რომელთაც თითქოს სურდათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად მიწის ნაკვეთის 5 წლიანი იჯარით აღება და ამ ლეგენდით შეიარაღებული კაზარიანი შეუდგა საკბილოს ძებნას, რომ როგორმე ვინმე ქრთამის აღებაზე დაეთანხმებინა. ოთხი თვის თავზე, მართალია ისე არა როგორც ჩაფიქრებული იყო (ვფიქრობ სამიზნე მე ვიყავი-ვ.ზ.), თუმცა შედეგი მაინც დადგა... მხოლოდ ამით აიხსნება ზემოთ აღნიშნული ალოგიკურობა და აბსურდი, რომელიც „მეწარმე“ კაზარიანის ქმედებებიდან იკვეთება. ასე რომ ე.წ. მეწარმეს ფული კი არ გამოსძალეს პირიქით, მთელი ოთხი თვე იწვალა, რომ თანხა ვინმესთვის როგორმე, მაპატიეთ სლანგისთვის და შეეტენა.

ზაზა ურუშაძის კაბინეტიდან: მე როცა გამგებლთან შევედი, იქ ანტიკორუფციული სამსახურის 5-6 თანამშრომელი დამხვდა. ერთ-ერთი ამბობს: კაცს (ანუ კაზარიანს) რაღაცის გაკეთება უნდა, ხალხის დასაქმება უნდა აქ კი ხელს უშლიან. იმდენი მოთხოვეს (ქრთამი) საცოდავს სანამ ყელში არ ამოუვიდა და ჩვენ არ მოგვმართაო. ამაზე იტყოდა დიდი ლუარსაბის მშვენიერი თანამეცხედრე ქ-ნი დარეჯანი „დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა!“ არტისტობა არ გინდა? ვითომ არ იცოდა ოპერატიულმა მუშაკმა, რომ კაზარიანი მათი აგენტი იყო და მათივე დავალებით მოქმედებდა. ვითომ არ იცოდა, რომ კაზარიანმა სხვადასხვა დროს რამდენიმე ადამიანი იგივე ტრიუკით დააჭერინა. ვითომ არ იცოდა, რომ კაზარიანი მსგავსი ქმედებებისთვის, თვით ლანჩხუთის პოლიციიდანაც კი, როცა იქ მუშაობდა, გააშიშვლეს და ისე გამოაგდეს გარეთ...

მკითხველო, ლეგენდის ამბავი ხომ არ გეცნობა? დიახ, ბოლშევიკები იყენებდნენ თავიანთი სისხლიანი მმართველობის გარიჟრაჟზე. „ჩეკა“ ქმნიდა ე.წ. არალეგალურ ორგანიზაციებს, ითრევდნენ მასში მოქალაქეებს, შემდეგ იჭერდნენ და ხვრეტდნენ. ამას ქვიოდა პოტენციური მტრების გამოვლინება და ლიკვიდაცია, რომ მათ „ნათელი მომავლის“ მშენებლობაში ხელი არ შეეშალათ. იგივეს აკეთებდნენ ბოლშევიკები მოგვიანებითაც, ოღონდ ნაკლები სისხლით, ე.წ. „ობეხეესის“ მეშვეობით. ეს მახინჯი, ყოვლად უზნეო მოვლენა შესანიშნავად აქვს აღწერილი და მწერლური განაჩენიც გამოტანილი ნოდარ დუმბაძეს „მარადისობის კანონში“. ეს „მეთოდოლოგია“ თავიანთ არსენალში ნაციონალურმა მოძრაობამაც აიღო და სამწუხაროა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების დროსაც იგივე გრძელდება. მე მგონი დროა უარი ვთქვათ დამნაშავეების ხელოვნურად შექმნაზე, ისინი ისედაც საკმარისად არიან. მორალისტებს კი რომლებიც იტყვიან: „რატომ გადაცდა“, ვუპასუხებ: ზოგადად ადამიანი არ არის თვითნაბადი პატიოსნება, პირიქით იგი ცოდვად დაცემადაა მიდრეკილი. სხვას რომ თავი დავანებოთ ყველა რელიგია ამას ქადაგებს. მდგომარეობა ქმნის შეგნებას, ამბობდა ფილოსოფოსი, დიახ გარკვეულ პირობებში ჩაყენებული ადამიანი შეიძლება მოიქცეს ისე და იმგვარად, როგორც არ მოიქცეოდა არასდროს ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. ანუ თუ ადამიანს ხელოვნურად არ ჩავაყენებთ გარკვეულ მდგომარეობაში, ბუნებრივად განვითარებული პროცესებისას კონკრეტული პირი მსგავსი ცთუნების წინაშე შესაძლოა არასდროს დადგეს. ხოლო ასეთი საცთურები იოლად წარმოიქმნება მაშინ, თუ პროცესები სახელმწიფოს მიერ იქნება სტიმულირებული.

ზაზა ურუშაძის კაბინეტიდან: ჩემთან გასაუბრების შემდეგ ანტიკორუფციულის თანამშრომელი ზაზა ურუშაძეს ეკითხება: ბ-ნო ზაზა თქვენ არ იცოდით ამის შესახებ, გამგეობა მიწის იჯარით გაცემას რომ აპირებდაო? არა-პასუხობს ზაზა- პირველად მესმის, საერთოდ არ გამიგია, სულ არ ვიცი ვინაა ეს სარჯველაძე. შემდეგ მოგვიბრუნდა მე და გოგი ფაცურიას (ქონების მართვის სამსახურის უფროსი) და გვეუბნება: კი მაგრამ მე რატომ არ მითხარით?! მე არ უნდა მცოდნოდა?!
ქ-ნი დარეჯანის სიტყვები, „დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა!“ ამ შემთხვევაზეც ზედგამოჭრილია. არადა თავიდანვე ჩავაყენე ურუშაძე საქმის კურსში, გოგი ფაცურიამაც არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ და მისგანაც მიიღო ამ საკითხზე მითითებები. ეგეც არ იყოს კაზარიანის განცხადებას ურუშაძის რეზოლუცია ადევს, ხოლო წერილზე, რომელშიც გამგებელი კაზარიანისთვის ქირით გადასაცემი მიწის ნაკვეთზე საიჯარო თანხის ოდენობის განსაზღვრას თხოვს საკრებულოს, მისი ხელწერაა. აბა არ ვიციო?! პირველად მესმისო?!..

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ვთქვა: ეგებ ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაფიქრდეს და უარი თქვას ბნელი, კომუნისტური წარსულიდან მომდინარე სისტემაზე, რომელიც ჯერ თავად ქმნის დამნაშავეებს და შემდეგ „გმირულად“ ებრძვის მას.

ჩემი კაბინეტიდან: ფრთხილად! აქ „ბეტეერები“ დადიან და ვგონებ, არამხოლოდ ლანჩხუთში (სხვაგან სხვა კაზარიანები ეყოლებათ). ოღონდ ეს კია, ამბობენ, „ბეტეერები“ მეჭეჭებივით ყოფილა, თუ მთავარი აფეთქდება დანარჩენები თავისით გაქრებაო" - წერს ვახტანგ ზენაიშვილი


თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42