ჯამში 1185 შეკითხვა გაეგზავნა 19 სამინისტროსა და 49 სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას.
აღსანიშნავია, რომ უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა 22.9%. უპასუხო მოთხოვნათა მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ სამმა სამინისტრომ და ცხრა დაქვემდებარებულმა უწყებამ უპასუხოდ დატოვა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ.
სამინისტროები რომლებმაც დღემდე უპასუხოდ დატოვეს ჩვენი მოთხოვნები არიან:
Ø ფინანსთა სამინისტრო;
Ø იუსტიციის სამინისტრო
Ø ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს 6 და ფინანსთა სამინისტროს 4 უწყება და შსს-ს დაქვემდებარებული 1 სსიპ.
სამინისტროები, რომლებმაც ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცეს:
Ø შინაგან საქმეთა სამინისტრო
Ø თავდაცვის სამინისტრო
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ზემოთ მითითებული უწყებების მიერ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. შედეგად თავიდან იქნება აცილებული ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როგორსაც ადგილი განვილი წლის განმავლობაში ჰქონდა.
მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურების გარეშე პროაქტიულად ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ.
კვლევის სრულ და შემოკლებულ ვერსიებს გაეცანით ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






