უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციას ითავსებს.
ამ განცხადებით ქუთელია გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი მისთვის მინიჭებულ მანდატს მნიშვნელოვნად გასცდა.
„კარასინი-აბაშიძის ფორმატი მნიშვნელოვნად გასცდა იმ მანდატს, რაც მას წესით უნდა ჰქონოდა. ეს შეხვედრა ითავსებს, იმას რასაც წესით საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ასრულებდეს. ნებისმიერი ტიპის შეხვედრას ორ ქვეყანას შორის უნდა გეგმავდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არა გაურკვეველი მანდატის მქონე წარმონაქმნი“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს თემაზე „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ხელისუფლების მაღალი დონის ურთიერთობის პერსპექტივა ყოველთვის არის, „მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო.“
მასალის გამოყენების პირობები






