პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეგიონში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიურ ბიზნესფორუმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გამორჩეულია ასევე მარტივი საგადასახადო სისტემით.
„საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო. საქართველო არის ღია ქვეყანა, სადაც არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი. ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85%-ზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5% ან 12%-იანი. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, EBRD-ის ყოველწიური ბიზნესფორუმი ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






