ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით ქართული მხარე რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის.
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ძირითადი საგარეო პრიორიტეტული მიმართულებების პატივისცემის გათვალისწინებით დიალოგისთვის მზად ვართ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს თემაზე „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ხელისუფლების მაღალი დონის ურთიერთობის პერსპექტივა ყოველთვის არის, „მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო.“
მასალის გამოყენების პირობები






