გადადგება თუ არა ნოდარ ხადური? - რას ამბობენ უმრავლესობაში
პოლიტიკა - 11:20, 14 May, 2015     3080
არსებული ინფორმაციით, EBRD-ის ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრი თანამებობას დატოვებს. გავრცელებული ცნობით, ნოდარ ხადურის საქმიანობა უარყოფითად იქნა შეფასებული, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მიერ და მისი თანამდებობიდან წასვლა გადაწვეტილია.
ჯანდაცვის და გარემოც დაცვის მინისტრები ნოდარ ხადურის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი მას არაფერი გაუგია.

„ბატონი ნოდარი მუშაობს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის“, - აცხადებს სერგეენკო.

ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობს არც გიგლა აგულაშვილი. „მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის", - განაცხადა აგულაშვილმა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ საპარლამენტო უმრაველსობის წევრმა ანი მიროტაძემ განუცხადა, ფინანსთა მინისტრის გადაყენებას ის გამორიცხავს, მისი თქმით, პრემერს ეკონომიკური გუნდის მიმართულებით რაიმე ცვლილება თუ ჰქონდა დაგეგმილი, ეს მთავრობის დამტკიცებამდე გუნდის წარდგენისას მოხდებოდა. ,,ეკონომიკურმა გუნდმა გამოხატა მზაობა უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვითარების დასტაბილურების კუთხით და იმედი მაქვს, ამ გეგმას თავს წარმატებით გაართმევენ. ამდენად ფინანსთა მინისტრის გადადგომა ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში“ - აღნიშნა მიროტაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ EBRD-ის ბიზნესფორუმის შემდეგ ფინანსთა მინისტრი დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42