”ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაზეც ვისაუბრე მინდია ჯანელიძესთან და მის ყოფილ მოადგილეებთან, როდესაც პირველად შევხვდით იყო, რა თქმა უნდა, ეს კონტრაქტი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად და 100%-იანი დადასტურებით, რომ მე ამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ და ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება”,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა გადაცემა ”პოლიტარტში” სტუმრობისას.
საფრანგეთან კონტრაქტი საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვის საკითხს ეხება, რომელთან დაკავშირებული მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრების გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიციას გამოეყო. ირაკლი ალასანიას თქმით საფრანგეთში მემორანდუმის გასაფორმებლად ჩასულს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მართვის მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და დოკუმენტზე ხელისმოწერისგან თავის შეკავება თხოვა. ალასანიას თქმით, მან მემორანდუმს ხელი მოაწერა, რადგან საჰაერო თავდაცვითი იარაღის, საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვის საკითხი წელიწადზე მეტი დროის მანძილზე განიხილებოდა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან.
მასალის გამოყენების პირობები






