ინფორმირებული წყაროს ცნობით საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მის მოლდოველ კოლეგას შორის საუბარი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და ირაკლი ღარიბაშვილი დაემუქრა კირილ გაბურიჩს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მიწვეული იქნებოდა მოლდოვაში რეფორმების საკითხებში მრჩევლის რანგში მაშინ ეს ნაბიჯი ნეგატიურ გავლენას იქონიებდა საქართველოსა და მოლდოვას ურთიერთობებზე.
მსგავსი შინაარსის სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პრემიერის პრესამსახური, თუმცა ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ღაირბაშვილსა და მოლდოვას პრემიერ–მინისტრს, კირილ გაბურიჩს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
,,დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვას პრემიერ–მინისტრს, კირილ გაბურიჩს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. მხარეებმა საქართველოს მთავრობის მეთაურის დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით ივნისის თვეში ეწვევა“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






