17 წლის გოგონა ყვავილებს ჩვილთან ერთად ყიდის - მარტოხელა დედა-შვილის ტრაგიკული ისტორია
სოც.მედია - 18:12, 13 May, 2015     36137

17 წლის გოგონა, ჩვილით ხელში თავი, რომ ირჩინოს და პატარა გამოკვებოს აღმაშენებელზე ყვავილებს ყიდის. ქმარი აფხაზეთში გადასვლისას დააკავეს და გამოსასყიდად 20 000 ითხოვენ...

თავად გაუსაძლის პირობებში უხდება ცხოვრება. გოგონას ისტორია საზოგადოებისათვის შემთხვევით გახდა ცნობილი.

სოციალურ ქსელში გოგონას ფოტოებთან ერთად შემდეგი სახის წერილი გავრცელდა:

"ვიყავით და ძლივს მივაგენით ისეთ საშინელ ადგილას ცხოვრობს, მანქანითაც ძლივს ავედით. აღმართი უსაშინლესი, საცხოვრებელი პირობები საერთოდ არ არის, ლამის შოკში ჩავვარდით.

გარეთ დაგხვდა, ბავშვს ეძინა, გველოდებოდა, ძალიან დათრგუნული და შეშინებული თუ დაბნეული, ან ყველაფერი ერთად...

თვითონაც ბავშვია, ამ საცხოვრებელში, რომელიც ფაქტობრივად გამოუსადეგარია საცხოვრებლად ყოველთვიურად 80 ლარს იხდის.

შიგნით ისევე ცივა, როგორც გარეთ, ფანჯრები ფანერებითა და „კარდონებით“ არის აჭედილი, იატაკი ჩანგრეული, არა საპირფარეშო, ეზოშია მაგის მსგავსი რაღაცა საშინელება, დაბანის საშუალებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ოთახებში, შმორის და საქათმის სუნი დგას უსაშინლესი, როგორ ართმევს ის უსინდისო იმ 80 ლარს აი ამ საშინელებაში მე არ ვიცი, კიდევ კარგი ისინდისა და ტელევიზორი მიუცია, შუქი მხოლოდ წინა შემოსასვლელ შუშაბანდშია, ოთახში ბნელა, მავთულით არის გაჭიმული უბრალოდ, მოგვიწია კაბელის გადატანა რომ სურათები გადაგვეღო ისე ბნელოდა.

პატარას ეძინა, ყური აღარ სტკიოდა ნუროფენი დაალევინა თურმე მეზობელმა და გაუყუჩა, ეძინა პატარა კნუტივით.

მომიყვა, რომ აქ ერთი წლის წინ ჩამოვიდა აფხაზეთიდან, გათხოვდა, დაორსულდა... ქმარს ბანკის ვალი ჰქონდა, სამსახურს ვერ შოულობდა და ძმამ, რომელიც აფხაზეთში მუშაობდა, იქ არალეგარლურად გადასვლა და დასაქმება შესთავაზა... იქ რომ გადავიდნენ ჩემი მეუღლე დაიჭირესო, - მითხრა. ახლა 20 000 გვთხოვენ, რომ გამოუშვანო, თანხა არ გვაქვსო. დედამთიმა სახლიდან გამომაგდოო“.

---

"თამთა აღმაშენებელზე დავინახე. ჩვილი ბავშვით ხელში, თავდახრილი იასამნებს ყიდიდა... ძალიან მეჩქარებოდა. შევჩერდი. დახმარება გჭირდება-მეთქი? მორცხვად და დაბნეულად მიპასუხა -კიო. ნომერი ჩავიწერე. ვიცოდი, მე თუ ვერა - ჩემი მეგობრები მაინც შეძლებდნენ მის მონახულებას და რამით დახმარებას. გუშინ, ჩემი მეგობარი ეკა უკვე მეორედ იყო თამთასთან... სხვებმაც გავუგზავნეთ ცოტა საკვები, სამოსი, ფული...

ყურის ანთებიანი ბავშვისთვის დავუტოვეთ წამლები და წამოვიღეთ იქიდან მისი ამბავი ...

პირველ რიგში, ვფიქრობ მოვძებნოთ საცხოვრებელი ადგილი ნორმალური პირობებით, რომელსაც როგორმე, საერთო ძალებით ვუქირავებთ. თუნდაც უახლოესი სამი თვის განმავლობაში რომ ამ სიცხეში არ ჰყავდეს ბავშვი ქუჩაში... სადაც კი არ მათხოვრობს - მუშაობს! ყიდის ყვავილებს, ჩვილით ხელში. სხვა რა სახის დახმარებაც შეგიძლიათ მოგვწერეთ და ერთობლივად შევძლებთ რამის გაკეთებას. თამთა 17 წლის არის".


17 წლის თამთასსთვის დახმარების გაწევის მსურველებს შეიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 593219621






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42