აშშ-ს არ სურს, მაგრამ გარწმუნებთ ,,ევრაზიული კავშირის“ მომხრე გაცილებით მეტია - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 17:17, 13 May, 2015     2023
გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე NDI-ის კვლევის მიდედვით დაფიქსირებული 31% და მისივე განმარტებით ამ ხალხის რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ნატო-ს მომხრეთა რაოდენობა.

ბურჯანაძის განმარტებით, ამერიკას არ აწყობს, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა 31% იყოს. როგორც ბურჯანაძე ამობს, ის ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებს არ ენდობა.

"ერთი წამით არ მჯერა ამ კვლევების და ამ რიცხვების. ზუსტად ვიცი რა ციფრი რატომ არის დაწერილი. ყველა ბოლო კვლევა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აშშ-ის ორგანიზაციების დაკვეთით ტარდება, არის არა ქვეყანაში არსებული რეალობის მაჩვენებელი, არამედ არის იმის მაჩვენებელი, თუ რა სურათი უნდა აშშ-ს, რომ საქართველოში იყოს. ამერიკას, რა თქმა უნდა, არ უნდა რომ 31% იყოს ე.წ. ევრაზიული კავშირის მომხრეებისა საქართველოში, თუმცა ეს ციფრი გარწმუნებთ, რომ გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, თუ კვლევა უფრო ობიექტურად ჩატარდება. გარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო მაღალი იქნება.სულ იმას ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსული არისო. ახლა როგორ გავიგო, 4 პროცენტი რომ ჩვენმა პარტიამ აიღო და ევრაზიულ კავშირს რომ 31% მხარდამჭერი ჰყავს?" - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერის თქმით, NDI-ის კვლევის შედეგებიში შეგნებულად დაწერილი ციფრები ფიგურირებს, რათა, საზოგადოების იმ ნაწილის დაშინება მოხდეს, ვისთვისაც ეს კურსი მიუღებელია.

"მე გეტყვით იმის მიზეზს, თუ რატომ დაფიქსირდა პირველად ეს მაღალი ციფრი იმ კვლევაში, რომელიც წესით აჩვენებს, თუ რა უნდა აშშ-ს. ამ შემთხვევაში ეს არ არის აშშ-ის სურვილი, რომ 31% იყოს ევრაზიის კავშირის მომხრე. ეს არის აბსოლუტურად შეგნებულად დაწერილი ციფრი, რომ გარკვეული ალარმიზაცია მოხდეს საზოგადოებისა და საზოგადოების იმ ნაწილის დაშინება, ვისთვისაც ეს კურსი მიუღებელია. მას შემდეგ, რაც ობიექტური კვლევების შედეგად, რომელიც ამერიკელებს კულუარებში აქვთ, მათ დაინახეს, რომ ვერც "ნაციონალური მოძრაობა", ვერც ალასანია თავისი "დემოკრატებით", ვერც "რესპუბლიკური პარტია", მათ შორის "ქართული ოცნებაც" ვერ იღებს არჩევნების შედეგად ხმების იმ რაოდენობას, რომ ვითარება აკონტროლოს და უმრავლესობა შექმნას და ქვეყანაში ამერიკული კურსი გაატაროს, მათ გადაწყვიტეს, რომ საფუძველი შექმნან იმისათვის, რომ ე.წ. პროდასავლური ძალები ყველაფრის მიუხედავად გაერთიანდნენ და ასე ვთქვათ, ალასანიას, "ნაციონალური მოძრაობის" და შესაძლოა, "რესპუბლიკური პარტიის" შესაძლო ალიანსი გაათეთრონ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

NDI-მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შედეგებით, ირკვევა, რომ გამოკითხულთა 68% ევროკავშირში გაწევრიანება სურს, 31%-ს კი ევრაზიულ კავშირში შესვლა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42