თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას ეწვია
პოლიტიკა - 15:55, 13 May, 2015     2029

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას ეწვია. სამხედრო ბაზაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა.

ქვედანაყოფის მეთაურმა თავდაცვის მინისტრს გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერებინა და სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.

უწყების ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო და სამუშაო პირობებსაც გაეცნო. მან სასწავლო კლასები, საცხოვრებელი ოთახები მოინახულა და ჯარისკაცების კვების საკითხითაც დაინტერესდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და აღჭურვის საკითხი იქნება: „ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება უკეთ იყვნენ სამხედროები აღჭურვილნი. ასევე, მათ ვარჯიშის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად წვრთნების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარწმუნებთ და იმედს ვაძლევ მათაც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებში გეგმიურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42