თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ წინა ხელისუფლება ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაზრდილ მოლოდინებს ქმნიდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავად არ აპირებს ნატო-ში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით მოლოდინები გაუგებრად გაზარდოს.
„ეს არის ერთ-ერთი თემა, რის გამოც წინა ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით, როდესაც წარმოუდგენლად და გაუგებრად იყო გაზრდილი მოლოდინები იგივე ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით. ქართველები ყოველ დღე იღვიძებდნენ იმ მოლოდინით, რომ ხვალ დილით ნატო-ს წევრები გავხდებოდით და შემდეგ ის დღე, რომ ღამდებოდა გაბრაზებულები იძინებდნენ, რატომ არ გავხდით იმ დილით ნატო-ს წევრებიო. ამას ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს არც ერთი წამით. ნატო-ში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით, გაუგებრად მოლოდინებს არ გავზრდით", - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






