ევროსაბჭომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების შესახებ დოკუმენტი მიიღო
პოლიტიკა - 14:44, 13 May, 2015     1408
2015 წლის 12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1227-ე სხდომა გაიმართა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ იყო. სხდომის ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა განიხილა და ხმათა უმრავლესობით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა ერთადერთმა რუსეთის ფედერაციამ მისცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დაედო, რომელშიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებები“ უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ აქვს იურიდიული ძალა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ხელშეკრულებების“ ასეთი შეფასება პირველად მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების მონტაჟს, რომელიც იწვევს იქ მცხოვრებთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას.

გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლასთან დაკავშირებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე მიესალმება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განზრახვას წლის ბოლომდე განახორციელოს ვიზიტი საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან მიმდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რათა მონიტორინგი გაუწიოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. საყურადღებოა, რომ პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მისცეს შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით უწყება საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42