უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ კორძაიამ პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვოს.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ კორძაიას მიერ ფრაქციის დატოვება განხილვის საგანი არ უნდა გახდეს.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კორძაიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფრაქცია დატოვა. ეს არ უნდა გახდეს სერიოზული განხილვის საგანი, რადგან მას უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა თუ ფრაქცია დატოვა, პარტიის დატოვების შესაძლებლობაც არსებობს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფრაქცია „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვა. თამარ კორძაიას პირადი განცხადება ფრაქციის დატოვების შესახებ ბიუროს დღევამდელ სხდომაზე შევიდა. ფრაქციის დატოვება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91- ე მუხლის მე-5-ე პუნქტის შესაბამისად მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






