საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი NDI-ის კვლევას ეხმაურება.
მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებაა“ და ამავდროულად აჩვენა ის, რომ ოპოზიციაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.
„ინსტიტუტების მიმართ, ნდობა ყოველთვის საინტერესოა. ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს, ყოველთვის როდესაც ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს. ამიტომ, ეს სიგნალია და სამუშაოა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შედეგების პოლიტიკურ ნაწილს, პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელს და სახელმწიფოების ინსტიტუციების საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. კვლევის
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდი მხარს, 24% პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“, შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა“ 16%-ით, მესამე ადგილზეა „თავისუფალი დემოკრატები“ 5%-ით, მეოთხე ადგილზე - „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%-ით, მეხუთე ადგილზე „ლეიბორისტული პარტია“ 3%-ით, ხოლო პასუხის „არც ერთი“ 6%-მა შემოხაზა.
მასალის გამოყენების პირობები






