პარტიული პრეფერენციები ინსტიტუტების შეფასებაზე აისახება - NDI
პოლიტიკა - 12:17, 13 May, 2015     1238
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შედეგების პოლიტიკურ ნაწილი გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ პარტიული პრეფერენციები დიდწილად განსაზღვრავს მოსახლეობის შეხედულებებს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარების მიმართულებებსა და სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებაზე. იმას თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს ესა თუ ის პიროვნება, აქვს ასახვა მის ნდობაზე ინსტიტუტების მიმართ.

მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 52% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ 7%-ს მიაჩნია ასე.

თუკი ქართული ოცნების 40% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხოლკოდ 23% თვლის ასე.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ გრძნობს ესა თუ ის ადმიანი და მისი ოჯახი თავს , 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, საერთო მაჩვენებლის მიხედვით გამოკითხულთა 55% მიიჩნევს რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 11% უკეთაა, ხოლო 34% უარესად. პარტიული სიმპათიების მიხედვით კი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 27% უკეთესად გრძნობს თავს, „ნაციონალური მოძრაობის „ მხარდამჭერებიდან კი მხოლოდ 3 % თვლის ასე.

შეგახსენებთ, NDI-მ კვლევითი სამუშაოები 27 მარტიდან 19 აპრილამდე აწარმოა. გამოიკითხა 4360 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს.


რუსუდან ქიმერიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42