გიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 12:10, 13 May, 2015     1114
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის უმასპიძლა.

შეხვედრისას მხარეება განიხილეს EBRD-ისა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ბანკის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში. საუბარი შეეხო მოახლოებულ ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 14 და 15 მაისს თბილისში გაიმართება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ბიზნესგარემოს, ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების პროცესში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ხაზი გაესვა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. აღინიშნა ის ხელსაყრელი გარემო, რომელიც დღეს არის საქართველოში ინვესტორების მოზიდვისათვის, მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობა, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე, ბიზნესისათვის მარტივი პირობები, ძლიერი საბანკო სისტემა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

შეხვედრისას ასევე, განხილულ იქნა ევროკავშირთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების საკითხი.

ხაზგასმით აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით შექმნილი ახალი ინვესტორთა საბჭოს მნიშვნელობა.

საქართველოსა და EBRD-ის პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო პარტნიორის როლის მნიშვნელობა ქვეყნის გლობალური და რეგიონული ინტეგრაციის ამაღლების თვალსაზრისით მაშინ, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მედიისთვის ერთობლივი კომენტარი გააკეთეს.

„მოხარული ვარ ვუმასპინძლო ჩვენი ქვეყნისა და ჩემს მეგობარს - სერ სუმა ჩაკრაბარტის. EBRD-ი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება: მეტი გახსნილობა , მეტი ინფორმაციის გატანა საერთაშორისო თანამეგობრობაში, იმ ძალიან საინტერესო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია.

EBRD-მა მოგვცა ეს შესაძლებლობა და, ბუნებრივია, ამას ბოლომდე გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობა, რომელიც ჩვენს შორის პიროვნულ დონეზე არსებობს, კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში გადაიზრდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

EBRD-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თბილისში დაგეგმილი ყოველწლიური შეხვერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა პრეზიდენტთან; ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ლონდონში გასულ შემოდგომას.

რა თქმა უნდა განვიხილეთ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც თბილისში იმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველო ძალიან კარგი საბაბით ავირჩიეთ, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენთვის თანამშრომლობის სანიმუშო ქვეყანას. ფაქტობრივად, ეს არის სახელმწიფო, სადაც ჩვენ მისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, სხვა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც EBRD მოღვაწეობს. 2.6 მილიარდი ევროს ინვესტირება მოხდა 180 პროექტში; გასულ წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი - 214 მილიონი ევროს ინვესტიცია 30 პროექტში ეკონომიკის ფართო სპექტრში და წინ კიდევ ძლიერი გეგმები გვაქვს.

ყოველწლიური შეხვედრა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა მთლიანობაში EBRD-ის ეხება, მაგრამ ეს ასევე არის რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, საკუთარი ქვეყანა წარუდგინოს მრავალ უცხოელ ინვესტორს და, სწორედ ესაა, რისი მიღწევაც მსურს ამ ყოველწლიური შეხვედრით, რომ უზრუნველვყოთ ძლიერი კერძო ინვესტიციების მომავალი დინება ამ ქვეყანაში და ხელი შევუწყოთ რეალურ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას, საექსპორტო მოგებას. საქართველო ამას იმსახურებს და EBRD ყოველთვის იქნება ამ საქმეში თქვენი ქვეყნის გვერდით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროპსთან ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი- მდივანი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

2015 წლის 14 და 15 მაისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ბრწყინვალე პლათფორმას საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, კერძოდ ინვესტორებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42