ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.
პოლიტიკა - 11:26, 13 May, 2015     1191
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იყო.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რიგის სამიტის წინ მათ ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

“გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარებას. მიმაჩნია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, სადაც მქონდა ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრები, კანცლერ მერკელთან, ბუნდესტაგის პრეზიდენტთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია; 2014 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი რესურსი, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 650-მდე მილიონ ევროს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42