"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა კოალიციის ოფისში
პოლიტიკა - 21:24, 12 May, 2015     1277

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

საუბარი შეეხო ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტს და ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 11 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების თანამედროვე სპეცტექნიკის გადაცემას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება, ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას - იყოს ევროპისა და აზიის უმოკლესი დამაკავშირებელი გზა.

აღნიშნულ კონტექსტში საუბარი შეეხო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზების საკითხს, რომელზეც საქართველო უმაღლესი დონის სტუმრებს უმასპინძლებს.

კოალიციის ლიდერმა პოლიტსაბჭოს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, გურიასა და აჭარას ესტუმრება და რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42