სუმა ჩაკრაბარტიმ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა შეაქო და მის მუშაობას გონივრული უწოდა.
"შექებას იმსახურებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკა, ვთვლით რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი და გონივრული პოლიტიკა აირჩია ლარის გაცვლითი კურსის მერყეობისას სავალუტო რეზერვების შენარჩუნების კუთხით, ვინაიდან სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვანი აქტივია ქვეყნისათვის. EBRD-ი თვლის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები სწორია. ეროვნული ბანკი პროფესიონალურ დონეზე ასრულებს თავის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს და მისი დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალურია, ვინაიდან ეს ფუნდამენტური ფაქტორია ინვესტორთა ნდობისათვის და ეკონომიკის განვითრებისათვის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
შეგახსენებთ, საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






