გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია
პოლიტიკა - 18:41, 12 May, 2015     1009
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიტის წარმატებაში კონკრეტული შედეგების დემონსტრირებით. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ სრული მიუღებლობა.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება უკრაინის კრიზისის გამო და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42