EBRD-ის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის თქმით, ყოველწლიური ბიზნესფორუმის საქართველოში ჩატარება საინვესტიციო კუთხით ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის.
ამის შესახებ ჩაკრაბატმა პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვინდა საქართველოში საინვესტიციო პერსპექტივები შევცვალოთ. ბიზნესსაბჭო ხელს შეუწყობს კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს და ინვესტიციების მომართვას. კერძო სექტორის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ჩვენ ვიყავით, ვართ და მომავალშიც დავრჩებით საქართველოს ძლიერი პარტნიორები. EBRD იმუშავებს, რომ საქართველოში ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა შეიქმნას“, - განაცხადა ჩაკრაბატიმ.
მისი თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს და წინ წაიწიოს. როგორც EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგის თვალსაზრისით და სასიხარულოა, რომ მთავრობა არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილდეს.
„პრემიერი და მთავრობა ცდილობენ წინ წაიწიონ და შექმნან საინვესტიციო საბჭო. მთელი რიგი საკითხებია კიდევ გადასაწყვეტი მრავალ ქვეყანაში. მოხარულები ვართ, ვიმუშაოთ საინვესტიციო მიმართულებით“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






