საქართველოს მთავრობა და EBRD-ი ინვესტიციების მოზიდვაზე ერთობლივად იმუშავებენ
პოლიტიკა - 16:47, 12 May, 2015     1384

საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ, - ურთიერთგაგების მემორანდუმს, ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს ხელი.

15-წევრიან ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები იქნებიან.

ინვესტორთა საბჭო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს.

„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყანაში ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს არსებობისთვის. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და განვახორციელებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც ბიზნესსაზოგადოება შემოგვთავაზებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება თბილისში, საქართველოსადმი ნდობის დიდი დემონსტრირებაა, რასაც საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად აფასებს.

მემორანდუმის ხელმოწერას მიესალმება EBRD-ის პრეზიდენტი.

„ინვესტორთა საბჭოს მიზანია ძლიერი პლატფორმის შექმნა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისთვის. ამ ინიციატივით საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად”, - განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42