„კარბამიდის ქარხნის პროექტი ფინანსურად არამომგებიანი იყო, როგორც საქართველოსთვის ასევე აზერბაიჯანული მხარისთვის. ეს იყო საერთო შეთანხმება, რომ დროებით შეგვეჩერებინა პროექტის განხორციელების გეგმები. აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა პრობლემები ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ბუნებრივი აირის 80%–ს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, წელს ზამთარში ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა, მიგვეღო ის რაოდენობა. რომელიც ჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის და მე მესმის მათი,“– აღნიშნა კალაძემ.
იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა, პარასკევს გახდა ცნობილი. აზერბაიჯანული საიტის trend.az-ს მოჰყავს SOCAR–ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განცხადება, რომ პროექტის მშენებლობა დროებით გაიყინა.
„ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპარაკებების დასრულება,“ – განაცხადა აბდულაევმა.
მასალის გამოყენების პირობები






