ფოთის მახლობლად კომპანია SOCAR-ის მიერ 700 მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილის თმით მშენებლობის შეჩერების მიზეზი არის ის, რომ ბიზნესის წილს ენერგეტიკის სამინისტრო და ივანიშვილი მოითხოვდა:
"საქართველოს მთავრობის ზეწოლით, ფოთის მახლობლად შეჩერდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება, 700 მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა.
ამ ინვესტიციაზე ჩემი მთავრობა მოელაპარაკა 2012 წელს აზერბაიჯანის მთავრობასა და კომპანია SOCAR-ს. ამ ქარხანას პირდაპირ და ირიბად უნდა შეექმნა ათობით ათასი სამუშაო ადგილი და სერიოზულად გაეძლიერებინა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი. ის ასევე ნამდვილი ხსნა იყო ფოთისთვის. SOCAR-ი დათანხმდა ამხელა თანხის ჩადებაზე, იმიტომ რომ, ქრთამს არავინ თხოვდა. ახლა კი, შეჩერდა ზუსტად იმავე მიზეზით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო და მისი მაკონტროლებელი ივანიშვილი მოითხოვდა ამ ბიზნესის წილს, ამასთან ივანიშვილის მარიონეტულმა მთავრობამ, არა მხოლოდ არ გამოთქვა შეშფოთება ამ ინვესტიციის შეჩერების გამო, არამედ გამოაცხადა, რომ მაინც არ გვაწყობდა ამ ქარხნის აშენება. რაც ადამიანურ ენაზე ითარგმნება შემდეგნაირად - რაც აწყობს ათასობით დასასაქმებელ ოჯახს, ქართულ ეკონომიკას, საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას, მაგრამ ფული არ მოაქვს ივანიშვილის ჯიბისთვის, არ აწყობს ოლიგარქს. ამავე დროს, ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩაჩეხვის, ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესების ფონზე გამოცხადდა, რომ ივანიშვილის პირადი ბანკის მოგება 17,5 ჯერ გაიზარდა.
Wake up!"- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






