შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ამ მიმართულებით საქართველოს და სხვა ქვეყნების როლი განიხილეს. საუბრისას ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებზე.
„შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პოზიტიური როლი რეგიონში. აქცენტი ასევე გაკეთდა საქართველოს გაწევრებაზე ენერგოგაერთიანებაში; ხაზი გაესვა ამ კუთხით მიღწეულ გარკვეულ პროგრესს და მოლაპარაკებების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას, რათა ყველა წესი მაქსიმალურად შეჯერდეს, ყველა შეთანხმება მაქსიმალურად წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ არ დაზარალდეს გარკვეული ტიპის შეთახმებები და მოხდეს საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება. შეხვედრისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.“- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






