უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ კონკრეტული გამოკითხვის შედეგების არ სჯერა.
„ჩემმა მეგობარმა დაწერა და სრულიად ვეთანხმები. ერთის მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ გამოკითხულთა მინიმუმ 15 % მა მაინც სწორად ვერ გაიგო შეკითხვა და ზოგადად, არც აქცევენ ყურადღებას შეკითხვის არსს. "ევროკავშირი" და "ევრაზიული კავშირი" ორივე "ევრ"-ზე იწყება. მე ამ გამოკითხვის მეთოდიკის და შესაბამისად შედეგების არ მჯერა და ვისაც სჯერა, შეიძლება უკეთესიც დარჩეს ჩვენთვის და ჩვენმა პარტნიორებმა უფრო თამამად ჩახედონ შესაძლო ცუდ პერსპექტივას თვალებში და მიიღონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ევროკავშირის პერსპექტივას აუცილებლად მოვიახლოვებთ და ჩვენს შვილებს და მომავალს ამ შანსს არასდიდებით არ დავაკარგვინებთ. მე პირადად ეს ცხოვრების მიზნად მაქვს დასახული“, - წერს კვაჭანტირაძე.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნდა. კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 68%-სთვის მისაღებია, 16%-სთვის მიუღებელი 15%-მა არ იცის. გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია, 41%-სთვის მიუღებელი, ხოლო 27%-მა არ იცის.
მასალის გამოყენების პირობები






