"საქართველო მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე ბრუნდება" - ბიზნესმენები EBRD-ის შესახებ
პოლიტიკა - 11:47, 12 May, 2015     1305
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის დაწყებამდე, მის მნიშვნელობაზე ბიზნესისა და სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თვალსაზრისით, ეს შეხვედრა არის კარგი საშუალება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისთვის.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე - ფადი ასლის თვალსაზრისით, EBRD-ის ჩამოსვლის შედეგად, საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცევა და მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე დაბრუნდება.
„საქართველო მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე ბრუნდება, ეს EBRD -ის დამსახურებაა და ამისთვის მადლობას ვუხდით, აქ ბევრი მინისტრი, ბანკირი, ბიზნესსმენი ჩამოვა და საქართველო ყურადღების ცენტრში მოექცევა“ - აღნიშნა ფადი ასლიმ.
„თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის - ვახტანგ ბუცხრიკიძის თვალსაზრისით, ამ შეხვედრის შემდეგ უცხოელ ინვესტორებს გაუადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში ინვესტიციების დაბანდების შესახებ.„ღონისძიებაში 3000-ზე მეტი უცხოელი სტუმარი, ექსპერტი და ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას, ვფიქრობ ეს არის კარგი ნაბიჯი, რომ მათ გაუადვილდეთ გადაწყვეტილება - განახორციელონ ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
EBRD-ის შეხვედრას დიდმნიშვნელოვნად აფასებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - მიხეილ ჯანელიძეც.
"ვფიქრობთ ეს არის კარგი შესაძლებლობა რომ მოვახდინოთ საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა ფართო საზოგადოებაში და გამოვიწვიოთ მეტი ინტერესი საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით" - აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ბიზნესფორუმი, 13-15 მაისს გაიმართება.


რუსუდან ქიმერიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42