ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, ეკონომიკის შემობრუნებას კი არაერთი წელი დასჭირდება - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 11:50, 12 May, 2015     1562
„ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა. ჯაფარიძემ კვლევის მიხედვით ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს შემუშავებული გეგმა კრიზისის დასაძლევად.

ზურაბ ჯაფარიძემ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებაც ისაუბრა.

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა. პირველად მოხდა, რომ მთავარი პრობლემების სამეული არის მთლიანად ეკონომიკური შინაარსის:

. სამუშაო ადგილები (66% იყო 63%)

. ფასების ზრდა და ინფლაცია (43% იყო 19%)

. სიღარიბე (39% იყო 32%)

. პირველად მოხდა, რომ ხალხის რაოდენობა ვინც ამბობს, რომ მთავრობა არ ატარებს მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს აღემატება მათ ვინც ამბობს, რომ მთავრობა ატარებს ასეთ ცვლილებებს.

. მათი რიცხვი ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით არის რეკორდულ ნიშნულზე.

. ასევე რეკორდულად შემცირდა იმათი რაოდენობა ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამ ფონზე, ვხედავთ, რომ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას და წინა კვირაში, ივანიშვილის მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ დაამტკიცა მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მოსახლეობას რომ შევახსენოთ - ამ მთავრობას დღემდე არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა და დღემდე არ წარმოუდგენია როგორ აპირებს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, რაც გარდაუვალია ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნის გამო ჩვენ ვთვლი, რომ სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული, მათ შორის სავიზო რეგულაციების გაუქმება.

ივანიშვილის მთავრობას არ გააჩნია ამ ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება და ის უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნებას დასჭირდება არაერთი წელი,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42