მიხეილ გიორგაძის განმარტებით, არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვისთვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა და ამ ინიციატივის განხორციელებისთვის შესაბამისი უწყებების ერთობლივი მუშაობა.
"მე ვფიქრობ ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ გასტროლებს და შემოქმედებით კოლექტივებს, უახლოეს დღეებში მივაღწევთ ამ შეთანხმებას, როგორც მინიმუმ იურიდიული დეპარტამენტები უნდა იყვნენ ჩართულები, არ გამოვრიცხავ სხვა სამინისტროების ჩართვასაც - იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ვფიქრობ, სამუშაო იქნება კომპლექსური, ეს არის ის, რომ კიდევ ერთხელ დაცული იყოს ჩვენი შვილების უსაფრთხოების სტანდარტი" - განაცხადა გიორგაძემ.
"ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ყველა სამინისტროსთან და გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც ნამდვილად გაგვაჩნია. ვიცით, როგორ დავგეგმოთ კომუნიკაცია და როგორ გადავამზადოთ ეს ადამიანები, თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკითხში" - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ჯგუფში აქტიურად ჩართვისთვის შეთავაზება მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმაც. სისტემის შექმნის სამუშაოებში, UNICEF-იც იქნება ჩართული.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






