საქართველო მაგალითია როგორც EBRD-თვის, ისე რეგიონისთვის - EBRD-ის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:41, 12 May, 2015     1103

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, დედაქალაქმა უკვე მიიღო პირველი ოფიციალური სტუმარი.

11 მაისს, გვიან საღამოს თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი.

სტუმრებს თბილისის აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დახვდა.

ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.

დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერება „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების ხელშეკრულებებს.

„უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იწყება თბილისში. იგეგმება ბევრი საინტერესო ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე ბიზნესმენებს შორის. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ეს ფორუმი იწყება EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტით, რომელსაც უკვე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვიწყებთ სრულფასოვან მუშობას, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს საინვესტიციო ცნობადობა და ინტერესი. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები სწორედ თბილისში გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ახალი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელებენ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო - ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, წელს კავკასიაში პირველად, საქართველოში ტარდება. ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველომ განხორციელებული რეფორმებით, შექმნა მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა განახორციელოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ინვესტიციები ამ რეგიონში. საქართველოში ჩვენ განხორციელებული გვაქვს 2.6 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში. თქვენი ქვეყანა მაგალითია როგორც EBRD-თვის, ისე რეგიონისთვის. ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, გამომდინარე იქიდანაც, რომ აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 5- წლიან სამოქმედო სტრატეგიას დაამტკიცებს. ამასთან, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველო დღეს მოვლენების, წინსვლის ეპიცენტრშია,” - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი, შედეგის მომტანი იქნება როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42