საქართველოს პრეზიდენტი ელმარ ბროკს შეხვდა
პოლიტიკა - 09:46, 12 May, 2015     806
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. „საქართველო მზად არის წვლილიშეიტანოს სამიტის საერთო წარმატებაში, კონკრეტული შედეგების დემონსტრირების მეშვეობით“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

გიორგი მარგველაშვილმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში პერსონალური წვილილისათვის და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება პირადადუმასპინძლოს საქართველოში. სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, საქართველო აფასებს ევროპის პარლამენტის მხრიდან ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისა და საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

ელმარ ბროკთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგარეო უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს შეუქცევად სვლას ევროპულიინტეგრაციის გზაზე და, როგორც ევროპის სანდო პარტნიორი, ასრულებს თავის ვალდებულებებს.

შეხვედრისას მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება და რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოებისმიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოუდგენელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გარეშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42