”არადა, დავწერე ქურთუკის შესახებ...იმედია ამაზე დიდი პრობლემა არასოდეს გექნებათ ჩემთან”- ხიდაშელი
სოც.მედია - 09:32, 12 May, 2015     6563
ფოტოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, სადაც თავდაცვის მინისტრი სამხედროებთან შეხვედრაზე მხრებზე მოსხმული სამხედრო ქურთუკითაა მისული , თავად თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა. ხიდაშელი ვრცელ ფეისბუკპოსტში დაწვრილებით ხსნის ამ ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ მასთან როგორც თავდაცვის მინისტრთან ამაზე მეტი პრობლემა მოქალაქეებს არ ექნებათ:

”დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე. არადა პირობა დავდე ამ სივრცეში ისეთივე ინტენსიურობით დარჩენის შესახებ.
არადა, დავწერე ამბავი ქურთუკის შესახებ, რომელიც მავანთ ჩემი გონიათ, ან არც გონიათ და უბრალოდ ამბობენ, ან ხვდებიან და არ ამბობენ რომ 20 ზომით დიდი ქურთუკი ჩემი ვერ იქნებოდა, ვერც იმით მივიდოდი და ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული როდესაც ერთ ერთმა იქ მყოფმა პირმა საკუთარი ქურთუკი გაიხადა და პრაქტიკულად ძალით მომახურა ვინაიდან საოცრად ციოდა;
იმაზე დაწერაც მინდოდა, რაც ვფიქრობ 2 ბწკარის წაკითხვით ნათელი გახდებოდა რომ რეპეტიციაზე ვიყავით და ის მშვენიერი ფოტოები რომელიც სხვა ჩემი კოლეგების დევს არაფერ შუაშია ამ ამბავთან;
უფრო კი იმის დაწერა მინდოდა, რომ ზოგიერთი პოსტის ავტორი სიმართლესთან ოდნავ მაინც ჩავლილი რომ იყოს თქვენ ამ ფოტოებს ვერასოდეს ნახავდით. თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე დადებული ყოველი ფოტო, ყოველი სიტყვა კონტროლზე მექნებოდა აყვანილი, დღედაღამ იმაზე ვიფიქრებდი როგორ გამოვიყურები ამა თუ იმ ფოტოზე, ან წერტილ-მძიმე როგორ არის დასმული ამათუიმ განცხადებაში. თქვენი საყოველთაო აღშფოთების ფონზე როგორც ჩანს სამინისტროს პრეს სამსახურმა დღეს ზუსტად ისევე მოხსნა ის ფოტოები როგორც თავიდან დადეს. ალბათ, ამას უნდა უყურებდნენ და აკონტროლებდნენ ისინი ვისაც ევლალებათ და საზოგადოებასთან თუ პრესასთან ურთიერთობას აგვარებს.
თუმცა სიმართლე უნდა გაგიმხილოთ, რომ ამისთვის არ მცალია.
სიმართლე კი ის არის, რომ დილით გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი სანამ სტუმრები მივიდოდნენ. წვიმა მოვიდა, საშინელი ქარი იყო და კეთილ ადამიანს დავენანე და საკუთარი ქურთუკი მომაფარა.
სულ ეს იყო.
იმედი მაქვს ამაზე დიდი პრობლემა არასოდეს გექნებათ ჩემთან.

და კიდევ ერთი სიმართლე, რატომღაც მეგონა ამ სივრცეში მაინც დაიყრებოდა იდეები, კონცეფციები, პრობლემები, მოგვარების გზები. მაგრამ როგორც ჩანს აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" (ეს სხვათა შორის თქვენზე მეტად მე მაწუხებს), ან "უიმე გრძელი საყურეები როგორც შეიძლება" (გამოგიტყდებით ძალიან მომწონს) და "მაგას რა ედარდება შვილები გახიზნული ყავს" (მართალია, შორს ვართ, აქვე ბახტრიონზე:) საუბრები ჭარბობს და კიდევ მეტი იქნება.
მე რა ხელი მაქვს ამასთან. შეგიძლიათ მიესალმოთ ან არა ქალ მინისტრს, დაიჯეროთ ან არა რომ ხანდახან მინისტრსაც შეიძლება შესცივდეს თუნდაც ის თავდაცვის იყოს, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში იმედს არ ვკარგავ რომ პირველი აღტკინების გადავლის შემდეგ გაგახსენდებათ რომ ქართული ჯარისა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ ჯანსაღი დისკუსია პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანში და დასაწყებია.
წარამატებებს გისურვებთ თქვენც, საკუთარ თავსაც და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42