საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება NATO-ს - იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 09:32, 12 May, 2015     1161
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს გაფართოების საკითხი საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა და ვეტოს ვერავინ დაადებს.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მისთვის დიდი პატივია ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობა, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტმა საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო პარტნიორობას გაუსვა ხაზი .

„საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძლიერი პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების მიმართულებით. თქვენ თვალსაჩინო როლს ასრულებთ ჩვენს ოპერაციებში. დღესდღეობით საქართველო არის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა ჩვენს „ურყევი მხარდაჭერის მისია“-ში (Resolute Support Mission) ავღანეთში; ქართული ჯარი ნატო-ს მხარდამხარ იბრძვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ამისთვის მეტად მადლიერები ვართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ და ნატო მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს მისი თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად მოდერნიზაციასა და განმტკიცებაში. ეს ხელს შეუწყობს თქვენს მისწრაფებას გახდეთ ნატოს წევრი. ჩვენს სამიტზე გასულ წელს მოგიწვიეთ, რათა ჩაბმულიყავით ჩვენს ინიციატივაში, რომელიც გულისხმობს პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას; ჩვენ ასევე უზრუნველვყავით საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის ცნობით, ნატო-ს ინსტრუქტორები საქართველოს დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს.
„ამ წელს საქართველოში საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასებების ცენტრი დაფუძნდება, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენი - საქართველოს, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ჯარების შესაძლებლობას იმუშაონ ერთად. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი, უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებელი თავდაცვის სექტორის შექმნის მიმართულებით; ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ; მივესალმებით იმ ამბიციურ გეგმებს, რაც ამ წელს გამოაცხადეთ. მოგიწოდებთ მეტად გააღრმაოთ თქვენი დემოკრატიული რეფორმები, რაც მოიცავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ბატონო პრეზიდენტო, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს. მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას ამ გზაზე; ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მესიჯი ისაა, რომ საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათთვის მისასალმებელია ის თანამშრომლობა, რაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარს ვუჭერთ და მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ყოველი სახელმწიფოს უფლების ფუნდამენტურ მთავარ ღირებულებას თავად გადაწყვიტოს რა გზას მიყვეს, მათ შორის რა სახის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამხედრო ხაზის წევრი იქნება ის და იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს თავად საქართველოს და ნატოს 28 წევრის გადაწყვეტილებაა. არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეუძლია დაადოს ვეტო ან ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ამის შესახებ, „გაწევრების სამოქმედო გეგმითა“ და „არსებითი პაკეტით“. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ და 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვერავინ დაადებს ვეტოს ან ჩაერევა ამ პროცესში. ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობის ნაწილი, რომელიც საქართველოსთან ვითარდება, წვრთნები, როგორც ნატო-ს, ისე ორმხრივ წვრთნებს ნატო-ს მოკავშირეებსა და საქართველოს შორის.
„მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ზრდის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას, ერთად მუშაობის შესაძლებლობას და ჩვენ ეს ფუნქციონალური თავსებადობა განვავითარეთ ერთობლივი ძალისხმევებით, მაგალითად ავღანეთში. ახლა ჩვენ ვამცირებთ ჩვენს სამხედროყოფნას ავღანეთში. ასე რომ, წვრთნები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. წვრთნები არსებითი პაკეტის ნაწილია, ასევე ტრენინგ ცენტრის დაფუძნება, რომელიც კიდევ ერთი ელემენტია, და ახლა ჩვენ განვათავსებთ ექსპერტების ძირითად გუნდს, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42