მეზობლებისათვის სირთულეების შექმნა, რუსეთს კარგს არ არაფერს მოუტანს - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 09:32, 12 May, 2015     1694
ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა - თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლაში ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობასა და სამეზობლო პოლიტიკაზე გაამახვილა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს, რომელიც უნდა გადაილახოს.

„ეს გამოწვევა დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გვაქვს. ამ მიმართულებით საქართველომ ძალიან რთული პროცესი გაიარა. ვცდილობთ, ევროპული პოლიტიკური სისტემა იმ ქვეყანაში ავაშენოთ, რომელიც სერიოზული საფრთხეებისა და პრობლემების ქვეშ იყო. პირველი რიგში არის ეკონომიკური პრობლემები. მეორე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და იყო ოკუპირებული. ჩვენ პოლიტიკურ წარსულთან ჭიდილში ვართ, რომელიც საქართველოში იყო და ძირითადად იმ იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, რასაც საბჭოთა კავშირს ვეძახდით. ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები ძალიან ეფექტიანად დავძლიეთ. დღეს, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ როგორც პოლიტიკურ ერთეულზე, ჩვენ ქვეყანა ვართ, რომელმაც ხელისუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა და რეალურად ღია და თავისუფალი მედიის ჩამოყალიბება შეძლო. ეს არის ქვეყანა, რომელიც საბაზრო ეკონომიკას აშენებს და საკუთარ პოლიტიკურ სისტემებს ავითარებს. რა თქმა უნდა, ყველა ეს გამოწვევა ჯერ დაძლეული არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მეზობელი ეკონომიკურ- პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი და ბირთვული შესაძლებლობების ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს საფრთხეს უქმნის.

„ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებიც ამ ოკუპაციის ხარისხს ანექსიამდე აღრმავებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს არჩევანი არ შეცვლილა. საზოგადოება იმ არჩევანშიძალიან ძლიერი და მტკიცეა, რომელიც მიღებული იყო, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ წინაპრების მიერ. თუ რუკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი მდებარეობა კასპიისა და შავ ზღვებს შორის, ქმნის კავშირს და შესაძლებლობას ენერგეტიკის, სასაქონლო სატრანზიტო და ტრანსპორტირების საკითხებში. ეს არის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და ჩვენ ამ როლს ვასრულებთ ბოლო ორი ათწლეულია. დღესდღეობით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს როლს და წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან. უფრო მეტიც, შესაძლებლობას ვქმნით - ენერგო-რესურსებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციისთვის ევროპისა და აზიის უდიდეს ბაზრებს შორის. საქართველო კავკასიაში პარტნიორულ როლს ახორციელებს, რაც ევროპული უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია. პარტნიორობისა და მეგობრული მეზობლობის კარგ მაგალითს ვაჩვენებთ და მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან სტაბილურობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ვქმნით, რაც ევროპის უსაფრთხოებას ხელს უწყობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ჩართული მოთამაშეა, როდესაც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ არის საუბარი.
„საერთაშორისო მისიებში ვმონაწილეობთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, ჩვენ არ ვართ ყოველთვის ამ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომხმარებლები. შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენს წინაშეა სირთულეებიც, რომლებიც ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს. პრობლემები შექმნილია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უკრაინასა და გლობალურად რეგიონში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, საკუთარი მეზობლისადმი, რუსეთისადმი დამოკიდებულება, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მშვიდობიანი და თანამშრომლობაზე ორიენტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპირებული იყო ჩვენი ტერიტორიები, რაც შარშან კიდევ უფრო გართულდა, ჩვენ ასევე გვქონდა 2008 წელი, როდესაც თავს დაგვესხა რუსეთის სამხედრო ძალები და 2014 წელი, როდესაც იგივე განმეორდა უკრაინაში. მართალი გითხრათ, ჩვენ ამ პოლიტიკის არსი არ გვესმის, რადგან ვფიქრობთ, რომ სირთულეების შექმნა მეზობლებისათვის და ფაქტი, რომ ისინი არიან შიშისა და ზეწოლის ქვეშ, არაფერს კარგს არ მოუტანს რუსეთის ფედერაციას“, - დასძინა პრეზიდენტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42