ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
პოლიტიკა - 21:21, 11 May, 2015     1296
ILGA Europe-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, შორის ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის ინდექსში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველო გასულ წელთან შედარებით 9 ადგილით დაწინაურდა და 22-ე ადგილს იკავებს.

ანგარიშის მიხედვით საქართველოში ლგბტ საზოგადოების მიმართ მტრული დამოკიდებულება კვლავ საგრძნობია. თუმცა, პარლამენტმა ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღი, რომელიც ითვალისწინებს როგორც სექსუალური ორიეანტაციის , ასევე გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანის დისკრიმინაციის აკრძალვას.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" საჩივრის შედეგად, გააუქმა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, გეებსა და ბისექსუალებს სისხლის დონაციის უფლება შეზღუდული ჰქონდათ.

ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში არსებულ ტენდენციაზე, რომელიც პრორუსული ძალების გავლენის გამო გავრცელდა, რომ ლგბტ საზოგადოება - დასავლეთის იმპორტია.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო ადამიანის უფლებათა ამომწურავი სტრატეგია- "ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია 2014-2020" და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ყურადღება ეთმობა სექსუალური ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას.

პოზიტიურად შეაფასდა სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ანგარიშებში ცალკე თავი ეთმობა გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორენტაციას. აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის ოფისში თანასწორობის დეპარტამენტი შეიქმნა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერებისთვის დიდ პრობლემად რჩება იურიდიული დოკუმენტების ხელმისაწვდომობა. ცალკე ყურადღება აქვს დათმობილი საბი ბერიანის მკვლელობას, რომელსაც "იდენტობა" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს.

ანგარიშში წერია, რომ პოლიციის განცხადებით, მათ არ შეეძლოთ ლგბტ თემისა და მხარდამჭერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა 2014 წლის 17 მაისს, ხოლო საეკლესიო პირებმა ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.

ანგარიშში მოყვანილია ლგბტ თემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წევრების გამოთქმები, ორგანიზაციის შეფასებით ლგბტ საზოგადოებისადმი ძალადობის ენა და ქმედებები ჯერაც ძალაში რჩება. სიტყვიერი ძალადობის მაგალითი : დავით დარახველიძემ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალები ავადმყოფები არიან და ისინი სიბრალულს იმსახურებენ.“ ტრანსგერდერი ქალის მკვლელობის კომენტირებისას კი დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ლბგტ საზოგადოება „ხალხის პროოცირებას“ ახორციელებს.

ძალადობრივი ქმედებების მაგალითებად კი 2013 წლის მაისის აქცია და საბი ბერიანის მკვლელობა ა მოყვანილი.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, ხოლო ბრიტანეთის ქვეყნებს შორის შოტლანდია ლიდერობს. გაერთიანებულ სამეფოს მოყვებიან შემდეგი ქვეყნები: ბელგია, მალტა, შვედეთი, ხორვატია. ყველაზე დაბალი მაჩვენებლი უკრაინას, რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ.

ILGA Europe ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანგენდერი და ინტერსექსი ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 45 ქვეყნიდან 422 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42