გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის რანგში, ნატო-ში პირველი ვიზიტისას აქცენი გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომალიანსთან ინტეგრაციის გზაზე განიცადა. საუბრის თემა ასევე იყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, საოკუპაციო ზოლში მავთულხლართების ინსტალაციის გაგრძელებას და ეგრეთ წოდებულიხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგსიმ მხარდაჭერისთვის, რასაც ნატო იჩენს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და ასევე იმ განცხადებებისთვის, რომელიც ნატოს გენერალურმამდივანმა ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაფორმების შეფასებისას გააკეთა.
ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შიეარაღებული ძალებისმონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში და მათ წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მასალის გამოყენების პირობები






