როგორც ,,ნიუპოსტთან“ შაშკინი ამბობს, ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ძალიან მძიმე სოციალურ სიტუციას, რომელიც ქვეყანაშია.
,,ის ფაქტი, რომ სოციალურმა თემატიკამ მთლიანად ჩანაცვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში არ იყო, ეს ხაზს უსვამს, რომ ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა საქართველოში და ხალხის ყურადღება მთლიანად ამ საკითხს ეთმობა. ტერიტორიული მთლიანობა ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ან როგორც მინიმუმ, მეორეზე თავისი მნიშვნელობთ, და ეხლა უკვე პრობლემების სამეულშიც არ არის“ - აცხადებს შაშკინი.
მისივე განმარტებით, ევრაზიული კავშირის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებლის ზრდა განპირობებულია იმით, რომ სოციალურად გაჭირვებული ხალხი, რომელსაც მთავრობა ვერ სთავაზობს გამოსავალს, ეძებს ალტერნატიულ გზებს. შაშინი ამბობს, რომ ეს არის მცდარი გამოსავალი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას.
,,ის ფაქტიც, რომ გაიზარდა ევრაზიული კავშირის მხარდაჭერა მეტყველებს იმაზე, რომ სოციალურ პრობლემებთან ერთად მოდის უკვე მცდელობა ზოგიერთ ადამიანში, მოძებნოს რამე გამოსავალი. ხალხს ძალიან უჭირს და რადგან ხალხში მთავრობის მიმართ არ არის მოლოდინი პრობლემების მოგვარებისა, ხალხი ალტერნატიული გზების ძებნას იწყებს. ზუსტად ამაზე მეტყველებს ევრაზიული კავშირის მხარდამჭერების პროცენტული ზრდა. ეს არ არის ხალხის ბრალი, ეს არის მაჩვენებელი და პროექცია იმისა, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ხალხი ცდილობს რომ მოძებნოს გამოსავალი და რადგან ისინი ხედავენ რომ მთავრობა გამოსავალს ვერ თავაზობს თვითონ ცდილობენ, რომ ნახონ გამოსავალი და სამწუხაროდ ამ ამ 31% როგორც ჩანს ეს გამოსავალი არის ევრაზიული კავშირი. ბუნებრივია ეს ძალიან მცდარი პოზიციაა, თუმცა ეს პოზიცია მათმა უკიდურესმა გაჭირვებამ განაპირობა. ეს ყოველივე კი ძალიან საშიშ ტენდენციებს ქმნის, პირველ რიგში ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მთავრობამ ნამდვილად ობიექტუტად უნდა შეხედოს ამ სიტუაციას და ამ კვლევას . არ არის დრო პრობლემების უარყოფის, ეხლა არის დრო იმისათვის რომ პრობლემების გადაჭრა მოხდეს. სოციალური პრობლემატიკა პირდაპირ აისახება ქვეყნის მომავალზე და პოლიტიკურ მდგარადობაზე. ეს არის ძალიან საშიში და საგანგაშო მონაცემები“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






