რუსულ პროპაგანდას კომფორტი აქვს შექმნილი და 2016 წელს სურათი გაცილებით მძიმე იქნება - შარაშენიძე NDI-ის კვლევას აფასებს
პოლიტიკა - 18:12, 11 May, 2015     1752
NDI ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა სამეულში, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღარ ფიქსირდება. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია, 41%-სთვის მიუღებელი, ხოლო 27%-მა არ იცის.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აფასებს და მას შემაშფოთებელ ტენდენციას უწოდებს.

,,ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწევა და წინ წამოწევა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების ნიშნავს იმას, რომ ძალიან გამწვავდა ეს პრობლემები იმდენად, რომ პირველ რიგში არ აისახი ის, რაც არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ტკივილი - ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. მეორე ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა პრორუსული და რუსული ორიენტაციის ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული საინფორმციო პროპაგანდის მანქანა და ამას ხელს ვერანაირად ვერ უშლის ჩვენი სახელწმიფო, რომელაც ამ მიმართულებით მგონი საერთოდ პოლიტიკა არ აქვს, პირიქით, ძალიან კომფორტი აქვთ შექმნილი იმ პრორუსულ ორგანიზაციებს, რომლებიც თარეშობენ საქართველოში. თუ ასე გაგრძელდება უნდა ველოდოთ კიდევ უფრო პრორუსული განწყობის ზრდას“ - აცხადებს ექსპერტი.

რამდენად უნდა ველოდოთ პრორუსული განწყობის ასახვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, შარაშენიძე ამბობს, რომ სურათი შეიძლება იმაზე მძიმე იყოს ვიდრე, დღეს არის.

,,არჩევნების წინ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გაცილებით მძიმე სურათი, ვიდრე ახლა არის, მითუმეტეს პროდასავლურ ოპოზიციას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ჯერ კიდევ პრობლემები აქვს გარკვეულწილად და ამის ფონზე ძალიან საშიში გახდება პრორუსული განწყობების ზრდა, რომელსაც, ვიმეორებ ხელს უწყობს, ისევ და ისევ კომფორტი, რომელიც შექმნილი აქვს რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და პროპაგანდას“ - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42