ივანიშვილის ფულთან ასოცირებული მაჟორიტარები - ,,მათთვის უცნობია, რა არის პოლიტიკა“
პოლიტიკა - 17:27, 11 May, 2015     1521
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ გამოკითხულთა 58%-მა, არ იცის თავისი რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა. კითხვაზე: ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართელოს პარლამენტში, მხოლოდ 34% - მა გასცა სწორი პასუხი, 7%-მა არასწორი, 58%-მა კი საერთოდ არ იცის აღნიშნულ პირთა ვინაობა. გამოკითხულთა 97%-მა დააფიქსირა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ არავინ დაკავშრებია.

კვლევის შედეგებს ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აფასებს. ექსპერტი ამბობს, რომ შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ მაჟორიტარებმა გაინაღდეს რა ადგილი პარლამენტში, ნაკლებად არიან დაინტერესებულები მოსახლეობისა და უშუალო ამომრჩევლების პრობლემებით, ,,ეს ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში მიუთითებს პარლამენტართა უპასუხისმგებლობაზე ამომრჩეველთა წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია მოსახლეობას ეცოდინებოდათ თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა აქ კიდევ ერთი პრობლემაა, მაგალითად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, უბრალო მოქალაქე გვარს არ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ ნომერს უყურებდა და ბევრმა მათგანმა შემოხაზა 41, მისტეს „იქსიც“, რომ ყოფილიყო შემოხაზავდა 41-ს , ვინაიდან ეს რიცხვი ასოცირდებოდა ივანიშვილის ფულებთან, ამ ყველაფრის საწყისი და საფუძველი სწორედ ეს იყო“ - ამბობს ექსპერტი.

ამასთან, ნიკა ჩიტიძე აღნიშნავს, რომ მაჟორიტარების დიდი ნაწილი საკუთარი რეგიონის მიმართ ინტერესსაც არ იჩენს. ამის მაგალითად ექსპერტს ზესტაფონის რაიონი მოჰყავს.

,,ზესტაფონის რაიონში, როდესაც მოვაჭრეებმა გარკვეული აქცია მოაწყვეს, სთხოვდნენ მაჟორიტარს, მსახიობს (შეიძლება მაგარი მსახიობია მაგრამ, რა უნდა პოლიტიკაში), რომ მიექცია მათთვის ყურადღება, რადგან მათ აირჩიეს მაჟორიტარი. მან კი განაცხადა, რომ ეს ადამიანები ნაციონალების მოსყიდულები არიან. ერთის მხრივ ეს გარკვეულწილად მოქალაქეების ბრალია, იმიტომ რომ შემოხაზეს 41 და არ დაინტერესებულან ვინ ეწერა იქ - რადგან ოცნებასთან და ივანიშვილის ფულთან ასოცირდებოდა. მეორე ამას დაემატა პარლამენტართა უპასუხისმგებლო საქმიანობა და ვინაიდან მაჟორიტართა უმრავლესობა არ არის პოლიტიკოსი, ისინი არც არიან მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებულები, პოლიტიკა კი არის ბერძნული სიტყვა რაც ნიშნავს სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას თუმცა ეს მათთვის არ არის ცნობილი“ - ამბობს ნიკა ჩიტიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42